მიხეილ ბატიაშვილი: არცერთ ევროპულ ქვეყანაში არის დაწესებული სკოლის გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები ერთად

0

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამეტში სიტყვით გამოსვლისას, სასკოლო და უმაღლესი გამოცდების ჩატარების კუთხით წარმატებული ქვეყნების გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება.

“არცერთ ევროპულ ქვეყანაში არის დაწესებული ცენტრალიზებული სკოლის გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები ერთად – ამგვარი დუბლირება არ გვხვდება არც ერთი ქვეყნის განათლების სისტემაში.

ცენტრალიზებულად ჩატარებული მაღალი რისკის მქონე მისაღები და გამოსაშვები გამოცდების ასეთი კომბინაცია არ არის დაწესებული რომელიმე სხვა ქვეყანაში. 2018 წელს, OECD ექსპერტებმა ჩაატარეს საქართველოში განათლების შეფასების სისტემების კვლევა. მის შუალედურ ანგარიშში მოცემულია, რომ სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები გამოცდების ერთდროულად არსებობა არაეფექტური და არამიზნობრივია“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, ინტერპელაცია ახალი კონსტიტუციითა და ახალი რეგლამენტით წარდგენილი წესია და ამ ფრომატში მინისტრის მოსმენა დღეს პირველად გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი