განაში, ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა – დაღუპულია 70-ზე მეტი ადამიანი

0

განაში, ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად, 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პორტალი “Mynewsgh.com”-ი ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, ჩრდილო კინტამპოს რეგიონში მოხდა. “შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ყველა მგზავრი ადგილზე დაიღუპა. მეორე ავტობუსი რუში გადაბრუნდა. აღნიშნული ავტობუსის რამდენიმე მგზავრმა გადარჩენა მოახერხა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და შემხვედრ ზოლზე გადავიდა. ამ დროისთვის, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი