სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს იყრის

0

სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს იყრის. მას პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ წარადგენს – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
აღსანიშნია, რომ სანდრა რულოვსი, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. მან არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შარშან, სექტემბერში, ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი