გიორგი გახარია: ჩემ მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას „თიბისი ბანკის“ მფლობელებისგან მოჰყვა პასუხი – “არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია”

0

„ჩემ მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას „თიბისი ბანკის“ მფლობელებისგან მოჰყვა პასუხი – “არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე – რამდენიმე კვირით ადრე – ვიდრე წერილით მიმართვა იქნებოდა. „გახსოვთ, იყო ასეთი ბრალდება, რომ გახარია აიძულებს „თიბისი ბანკს“ წილების დათმობას.ჩემ მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას „თიბისი ბანკის“ მფლობელებისგან მოჰყვა პასუხი – “არა, ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონია”. კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე – რამდენიმე კვირით ადრე – ვიდრე წერილით მომართვა შედგებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში, მექნება დეტალებში შესვლის შესაძლებლობა. კიბერთავდასხმის ის ლოკაცია უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით ამ კონკრეტული ადრესატისგან. გარდა ამისა, საფრთხე უკვე ლიკვიდირებული იყო. ამ დეტალებზე საუბრის საშუალება მექნება და მოგიყვებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი