რეზო თაბუკაშვილის დედა შვილის საქციელს არ ამართლებს
რეზო თაბუკაშვილის დედა შვილის საქციელს არ ამართლებს. როგორც მედეა თაბუკაშვილმა „კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, მის შვილს არც ზურაბ ჭიაბერაშვილთან და არც ნოდარ ლადარიასთან პირადი უთანხმოება არ ჰქონია. მედეა თაბუკაშვილი შვილის საქციელს სპონტანურს უწოდებს.
“ეს არის სპონტანურად ჩადენილი ქმედება, რომელსაც ვერანაირად ვერ გავამართლებ. ვიცი, რომ რეზიკოს არცერთ მათგანთან პირადი კონფლიქტი არ ჰქონია“,- აღნიშნა მედეა თაბუკაშვილმა.
შვილის საქციელს არ ამართლებს მედეა თაბუკაშვილის მეუღლე ლაშა თაბუკაშვილიც.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის ქ. #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში დღეს რეზო თაბუკაშვილი უმცროსი და რეჟისორი გიორგი მგელაძე თავს დაესხნენ. ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120 -ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.