მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ანაკლიის პორტის მშენებლობის დეტალებზე ვრცლად ისაუბრა

0

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, 2014 წლის 5 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე. გამარჯვებულ ინვესტორს დადგენილ ეტაპებსა და ვადებში, საკუთარი დაფინანსებით უნდა აეშენებინა 100 მილიონი ტონა გამტარუნარიანობის ღრმაწყლოვანი პორტი, 50 წლის განმავლობაში მოეხდინა მისი ოპერირება, რის შემდეგაც პორტი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს.
მისივე თქმით, ამისთვის მთავრობამ უნდა გადასცეს ინვესტორს 1000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, უზრუნველყოს პორტთან დამაკავშირებელი გზის და რკინიგზის მიყვანა, ხოლო სხვა სახის და არანაირი სხვა სახის ფინანსური მონაწილეობა პროექტში სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული არ ყოფილა და ეს იყო ცნობილი ყველა იმ პრეტენდენტისთვის, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ კონკურსში.
“ინტერესი გამოხატა მაშინ 12-,ა კომპანიამ, მას შემდეგ შერჩევის პროცესში გახდა 7 კომპანია, შემდეგ ამ 7 კომპანიას მიეცა შესაძლებლობა დამატებითი შემოთავაზების გაკეთების, ამ პროცესის ბოლოს დეტალური და საბოლოო წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ერთმა კომპანიამ და ეს იყო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”, რომელთანაც 2016 წლის თებერვალში გამოცხადდა გამარჯვებულად და დაიწყო უკვე სახელშეკრულებო პროცესი, მოლაპარაკება ხელშეკრულების ტექსტთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე მთავრობა დათანხმდა ორ მნიშვნელოვან ცვლილებას, ორ დიდ განსხვავებას იმისგან რაც იყო გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე, პირველი ცვლილება ეხებოდა ეტაპებს, როდესაც მნიშვნელოვნად გადავადდა პორტის განვითარების ეტაპები, ხოლო მეორე ცვლილებით მთავრობა დათანხმდა 100 მილიონი დოლარის ოდენობით სუბორდინირებული სესხის გაცემაზე, რომელიც უნდა დაიფაროს 400 მილიონი დოლარის ძირითადი სესხების დაფარვის შემდეგ და რომელსაც კონსურციუმი, მიუხედავად იმისა რომ ეს რა თქმა უნდა არის სესხი, მაგრამ ეს არის სუბორდინირებული სესხი, რაც ნიშნავს მათ შორის იმას, რომ კონსორციუმი იყენებს ამ თანხას საკუთარი კაპიტალის შევსების სახით და, შესაბამისად, მას საკუთარი კაპიტალის სახით შესავსები აქვს 100 მილიონი დოლარის ნაკლები თანხა. სხვა ცვლილებები და დაზუსტებიც გვქონდა მოლაპარაკების პროცესში, თუმცა, რვათვიანი მოლაპარაკების შედეგად 2016 წლის 3 ოქტომბერს ხელი მოეწერა საინვესტიციო ხელშეკრულებას და ამით დაიწყო ის ურთიერთობა რომლიც ჩვენ დღეს გვაქვს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და შეიძლება ვთქვათ, რომ დაიწყო ანაკლიის პორტის პროექტის შესრულება. როგორ წარიმართა მას შემდეგ პროექტი და რა ეტაპზე ვართ ახლა აქვე მინდა გითხრათ, რომ 2016 წლის ოქტომბრიდან პირველი წლის განმავლობაში კონსორციუმის ძირითადი საქმიანობა შეეხებოდა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას, სხვადასხვა კვლევას, გენგეგმის შემუშავებას, რაც იქნა შესრულებული, ამაზე მუშაობდა სამთავრობო კომისია კონსორციუმთან ერთად და ამ ნაწილშიც ჩვენ შევითანხმეთ გენგეგმა თვითონ პორტის განვითარების კონტურები და ეტაპები, თუმცა, ჩვენ უკვე ვიცით, რომ გენგეგმა სავარაუდოდ იცვლება და შესაძლოა ის სამუშაო, რომელიც იმ დროს იყო ჩატარებული ისიც მოითხოვდეს დამატებით ცვლილებებს. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, ანუ პორტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 31 დეკემბრამდე, მას შემდეგ რაც ინვესტორი მოახდენდა სრულ ფინანსურ დახურვას, ანუ მოიზიდავდა როგორც საკუთარ დაფინანსებას, კაპიტალს, ასევე ნასესხებ თანხებს იმდენს რამდენიც სჭირდებოდა ამ პროექტის განხორციელებისთვის, მას შემდეგ რაც დასრულებული იქნებოდა საპროექტო დოკუმენტაცია, შერჩეული იქნებოდა მშენებელი და შეთანხმებული იქნებოდა მთავრობასთან კონტრაქტორი კომპანია პორტის ოპერატორი და მას შემდეგ რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასამშენებლო გარანტიები 40 მილიონის ჯამურად დოლარის ოდენობით იქნებოდა წარმოდგენილი. რეალობაში, პორტის მშენებლობის გარკვეული სამუშაოები 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო, ეს იყო მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც რა თქმა უნდა საჭირო იყო ამ პორტის მშენებლობისთვის, გარდა ამისა, 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ის სამუშაოები, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არის ფსკერის დაღრმავების სამუშაოების წინასწარი პირველი ფაზა. იმისთვის, რომ ეს სამუშაოები დაწყებულიყო ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები ხელშეკრულებაში, გამოვიტანეთ ეს სამუშაოები ძირითადი ფაზიდან მოსამზადებელ ფაზაზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამ სამუშაოების შესრულებაზე ნებართვა მივეცით მანამ სანამ იყო დასრულებული საპროექტო სამუშაოები , არ გვყავდა შერჩეული პორტის ოპერატორი, მშენებელი კონტრაქტორი და რაც მნიშვნელოვანია კონსურციუმს არ ჰქონდა მოზიდული არც საკუთარი დაფინანსება და ასევე არ იყო სრულად მოზიდული ის სასესხო კაპიტალი , რომელიც არის საჭირო ამ პროექტის განხორციელებისთვის. ასევე გავათავისუფლებთ კონსორციუმი 20 მილიონი დოლარის გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებისგან. ბოლო ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს კონსორციუმიდან, ძირითადი სამუშაოების დაწყება დაგეგმილი იყო 2 აპრილს, თუმცა ვიცით, რომ დეტალური პროექტირება ჯერ კიდევ დაახლოებით 60%-ით არ არის შესრულებული, არ არის მოზიდული დაფინანსება და აქედან გამომდინარე ეს ვადებიც, სამწუხაროდ, ნაკლებად რეალურია. პირველი გემის შემოსვლა დაგეგმილია აქვს კონსურციუმს და გრაფიკითაც გვაქვს გათვალისწინებული 2020 წლის ივლისში, პირველი ფაზის დასრულება კი იგეგმება 2020 წლის 20 ნოემბრისთვის. სამწუხაროდ, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება ამ პროექტს ჯერ არ აქვს, სავარაუდოდ ეს ვადებიც იქნება დარღვეული და გადაწეული”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი