დღეს, პარლამენტში მაია ცქიტიშვილს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მოუსმენენ
დღეს, პარლამენტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მოუსმენენ. მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ანგარიშის წარდგენის სურვილით თავად მიმართა.