ზაზა ხუციშვილი: ბატონებო, საკუთარი წარსულის გრცხვენიათ?!

0

,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და მათ საკუთარი წარსული შეახსენა.

„ბატონებო, საკუთარი წარსულის გრცხვენიათ?! მოქალაქეთა კავშირის რიგებიდან იმდენი ხალხი იყო, როგორც წინა მოწვევის პარლამენტში, ასევე დღევანდელ პარლამენტში. თქვენ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგით რომ ხართ, თუნდაც ევროპული საქართველო, ამ პარლამენტში მოხვედრილი, ამაშიც ეჭვი ხომ არ გეპარებათ?!“, – მიმართა ზაზა ხუციშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ოთარ კახიძის მიერ ნახსენებ „ქეისებზე“ გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში მას შეახსენა, რომ ქართული სასამართლოს მიერ ათწელიწადმისჯილი ირაკლი ოქრუაშვილი, საქართველოს, საფრანგეთის მხარემ არ გადმოსცა.

„ბატონო ოთარ, ათწელიწადმისჯილი ირაკლი ოქრუაშვილი არ გადმოგცათ საფრანგეთის მხარემ იმიტომ, რომ ამ გადმოცემის პროცედურებს აქვს სულ სხვა მხარე და ახლა ამის გამოყენება ქალბატონი თეას საწინააღმდეგოდ აბსოლუტურად არ არის სწორი და მართებული“,- განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

ზაზა ხუციშვილის თქმით, წინა მთავრობაზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო ქვეყნის დიდი სირცხვილი.

„მე შეგახსენებთ, რომ თქვენს მთავრობაზე რა გადაწყვეტილებაც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, ეს არის ალბათ ჩვენი ქვეყნის მართლაც დიდი სირცხვილი იმიტომ, რომ მაშინ რეალურად ხელისუფლებაში რომელი პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო, ყველა შეკრული იყო ერთი ადამიანის მკვლელობის გამართლებაში. აი ესაა სიმართლე. მთელი ქვეყანა შეკრული იყო გირგვლიანის წინააღმდეგ – პოლიცია, პრეზიდენტი და ა. შ,”- განაცხადა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი