არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ სქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა

0

საქართველოსა და არგენტინას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა არგენტინას საქართველოს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისტორიული ფესვები აქვს და აღნიშნა რომ საქართველოში დღესაც აფასებენ არგენტინის ისტორიულ მხარდაჭერას 1919 წელს, როდესაც ბუენოს-აირესმა ერთერთმა პირველმა აღიარა საქართველოს მისწრაფება თავისუფლებისკენ

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო თარიღის მნიშვნელობას და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე საქართველოში მიიწვია. ემილიო მონსომ დაადასტურა საქართველოში უახლოს მომავალში ვიზიტის განხორციელების სურვილი.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ბოლო პერიოდში არგენტინასა და საქართველოს შორის როგორც პოლიტიკური, ასევე სექტორალური მიმართულებითარსებულ აქტიურ ურთიერთობებს.

დადებითად შეფასდა თანამშრომლობის საპარლამენტო მიმართულება და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები (აღსანიშნავია, რომ არგენტინის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი 2018 წლის 26 სექტემბერს დაფუძნდა).

ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქათველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარების პრიორიტეტულობას და ამმხრივ არგენტინის მნიშვნელოვან როლს. განსაკუთრებით აღინიშნა ის უდიდესი პოტენციალი, რაც არსებობს ორი ქვეყნას შორის სავაჭრო ურთიერთობების, ბიზნეს წრეების დაახლოების, ასევე ხალხთაშორისი და კულტურული კონტაქტების გაღრმავებისთვის, სწორედ კავშირების შემდგომ გაღრმავებას ემსახურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არგენტინაში.

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღისწესრიგის შესახებ, აღნიშნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წარმატებები, და საქართველოს როლი რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატთა პალატაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა არგენტინის პარლამენტშისაქართველოს მეგობრობის ჯგუფისხელმძღვანელი ბეატრის ავილა.

საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინას ლათინური ამრიკის ტურნეს ფარგლებში სტუმრობს და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი