საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციაში – ,,სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა” მონაწილეობს

0

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციაში – ,,სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა” მონაწილეობს.

დავით ზალკალიანი სესიის მიმდინარეობისას სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს და ყურადღებას გაამახვილებს თანამშრომლობის აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობაზე.

მინისტრმა განვითარებადი ქვეყნებისთვის თანაბარი შესაძლებლობების გაზიარებასა და საქართველოს წარმატებულ მაგალითებზე, მათ შორის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მონაწილებს სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაში. მაღალი დონის შეხვედრა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა და არგენტინის პრეზიდენტმა, მაურიციო მაკრიმ გახსნეს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გახსნის ცერემონიის ფარგლებში ჩილეს პრეზიდენტს, სებასტიან პინიერას, პარაგვაის პრეზიდენტს, მარიო აბდო ბენიტესს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ლუისალბერტო კასტილიონის შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი