სოფო კილაძე: აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არასწორი ინტერპრეტირება მოჰყვა

“თავიდანვე, სალომე ზურაბიშვილის განცხადების არასწორი ინტერპრეტირება მოხდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. ის მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის დროს რა ნაბიჯებიც მიხეილ სააკაშვილმა გადადგა, მაგაზე აპელირება აღარ უნდა მოხდეს.
„ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი სამშობლო ყველაზე პრიორიტეტულია. ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანა ოკუპირებულია და ეს რუსეთის პირდაპირი პოლიტიკა იყო. მიხეილ სააკაშვილმა რა ნაბიჯებიც გადადგა, საზოგადოებამ იცის. ამაზე აპელირება და არასწორი ინტერპრეტირება სიტუაციას უფრო ძაბავს. სჯობს, იმ ნაბიჯებზე ვიფიქროთ, რაც ხელს შეუწყობს დეოკუპაციას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები