მცხეთის მუნიციპალიტეტში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა, მცხეთა მთიანეთის რეგიონის ფერმერებმა, რეგიონალური და მუნიციპალური მთავრობების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ფიფლ ინ ნიდ” და პარტნიორმა ორგანიზაციამ „სოფლად თემთა განვითრების სააგენტო“ (RCDA) 5 თებერვალს მცხეთაში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ რეგიონალურ შეხვედრა ჩატარდა.
რეგიონალურ შეხვედრას 50-მდე ფერმერი დაესწრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, სოფლისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა საქართველოში – იან ჩერნიკმა , PIN-ის საქართველოს და სომხეთის მისიის დირექტორმა ონდრეი ნადვორნიკმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა
რეგიონალური შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ხელი შეეწყო დიალოგისთვის ფერმერებს, ბიზნესს და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე როგორიცაა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, გამოწვევები და შესაძლებლობები მცირე ფერმერული მეურნეობების, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების და მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.