ბესელია ოხანაშვილზე: პატარა კაცუნებზე ნუ გამაკეთებინებთ კომენტარს

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მან ბესელიას “მომსახურეობის ზონიდან გასული” უწოდა.
დეპუტატის თქმით, პატარა კაცუნების განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ ღირს. „პატარა კაცუნებზე ნუ გამაკეთებინებთ კომენტარს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისათვის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, დამოუკიდებელი დეპუტატი “გასულია მომსახურეობის ზონიდან”. „ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან. საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების ავტორი არის პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი. ბესელიას კი კაბინეტი წარმოდგენილი აქვს ოთახად. ამიტომ, აქ ვამთავრებ მასთან პასუხების გაცემას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები