მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

რეგიონებში განსახორციელებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჩარდახში, წეროვანსა და ფრეზეთის ი.გ.პ დასახლებაში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრები გაიმათა. პროგრამა საქართველოს მთავრობის ინიციატივით განახლდა. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თითოეულ სოფელში, შერჩეული პროექტის განხორციელებისთვის 5000-დან 10000 ლარამდე თანხას გამოყოფს, ადგილობრივი მოსახლეობა პრიორიტეტულ პროექტებს თავად განსაზღვრავს.
შეხვედრების პირველ დღეს, აღნიშნული სოფლების მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით, ესტუმრნენ მხარის რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილე მანანა ნარიმანიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის მერი ნუგზარ თინიკაშვილი, მოადგილე გელა შერმადინი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები და მერის წარმომადგენლები აღნიშნულ სოფლებში. შეხვედრაზე სოფლის საჭიროებებზე და რამდენიმე პრიორიტეტული საკითხზე იმსჯელეს, საბოლოოდ შერჩეული ერთი პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები