იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: დღეს ერთიანდებიან, ხვალ იშლებიან; დღეს შეცდომებს აღიარებენ, ხვალ უარესს აკეთებენ

“განადგურების პირას მყოფი ოპოზიცია უფრო და უფრო მეტ ქაოსში ეხვევა, რაც ბუნებრივია, რადგან თითოეულმა მათგანმა დაიმსახურა ის უხერხული მდგომარეობა, რაშიც საკუთარი თავი ჩააგდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ვინ ვისთან გაერთიანდება, ამას საზოგადოებისთვის არანაირი ფასი არ აქვს.

“ეს მხოლოდ აჩვენებს, რადიკალთა ჯგუფები როგორი სასოწარკვეთილი არიან. შეცდომა თავად ოპოზიციაა, ის ჯგუფები, რომლებიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებენ, თუმცა ქართულ სახელმწიფოს ძირს უთხრიან. ესაა მათი მცდელობა და არა დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა. დღეს ერთიანდებიან, ხვალ იშლებიან. დღეს შეცდომებს აღიარებენ, ხვალ უარესს აკეთებენ. როგორც ჩანს, ეს არის აგენტურის სახე, ბედიც. რაც უფრო მალე გაიწმინდება ქართული პოლიტიკა, მით უკეთესი იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები