“ჩვენ რა კანონებსაც ვიღებთ, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას” – ლევან მაჭავარიანი
“უნდა შეიცვალოს მიდგომები. ჩვენ რა კანონებსაც ვიღებთ, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანმა მაგალითად “გამჭვირვალობის კანონი” მოიყვანა, რომელიც ითხოვს მხოლოდ დადეკლარირებას იმ თანხებისა, რაც ჩაერიცხათ “ენჯეო” ორგანიზაციებს.
“ასევე, ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონი, რომელიც კრძალავს ლგბტ პროპაგანდას ჩვენს ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებითაც, ისინი თითის ქნევით მოგვიწოდებენ, რომ უნდა გავიწვიოთ ეს კანონი და არავინ არ არის იმისთვის მზად, რომ დაგვიჯდეს, არგუმენტირებულად გვედებატოს და აგვიხსნას, თუ რატომ იზღუდება ან ერთი კანონით ან მეორით ადამიანის უფლებები. შესაბამისად, ასეთი მიდგომა საქართველოს მიმართ ჩვენთვის არის ყოვლად მიუღებელი, ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ უსამართლობას გავცეთ ფაქტებითა და მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტირებული პასუხი”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.