მცხეთაში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

14 იანვარს, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება მცხეთაშიც აღნიშნეს. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძის ინიციატივითა და ჩართულობით სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია მცხეთის მუნიციპალიტეტის წინ გაიმართა.
ცერემონიაზე, მცხეთის სვეტივცხოვლის ვაჟთა გუნდმა „მცხეთა“, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და მრავალჟამიერი შეასრულა. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა. საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობლის სიმბოლური გამოსახულებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები