გიგა ბოკერია უმრავლესობას: ასეთი უარყოფითი აზრები გქონიათ ერთმანეთზე და ერთად როგორ იყავით

დღეს, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართა. ის დაინტერესდა – თუ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ უმრავლესობის წევრებს ერთმანეთზე, აქამდე ერთად როგორ იყვნენ.
“ასეთი უარყოფითი აზრები გქონიათ ერთმანეთზე და როგორ იყავით ერთად, ვერ გავიგე. ახლა მოგიწოდებთ, აღარ შეინახოთ საიდუმლო ერთმანეთზე; ხმამაღლა და გაბედულად უთხარით საზოგადოებას, რომ გამჭვირვალე იყოს ვითარება, რომ სწრაფად გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის ბედიც”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე მსჯელობენ. შესაბამისი დადგენილების პროექტი დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო. მისი თქმით, ამ თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი და, ვინაიდან დღეს სხვა რეალობაა, უმრავლესობამ მისი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები