მდინარაძე ბესელიას: პროკურატურაში ვერ ვახერხებდით შესვლას და როცა ამას ვახერხებდი, იქ მხვდებოდი და მე მქონდა კიდევ დალაგებული ურთიერთობები?

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით სუბიექტური ინტერესები აქვს. ეკა ბესელიამ და მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იკამათეს, სადაც მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ.
ურთიერთკამათისას, სუბიექტურ ინტერესებთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის რეპლიკა ეკა ბესელიამ გააპროტესტა და განაცხადა, რომ მდინარაძეს თავად აქვს ოჯახური ბიზნესი სასამართლოში. „რომელი სუბიექტური ინტერესი მაქვს? სუბიექტური, ოჯახური ბიზნესი შენ გაქვს სასამართლოში – დაწყებული სააკაშვილის დროიდან დღემდე. სააკაშვილის დროიდან გქონდა დალაგებული იქ ურთიერთობები და ახლა შენ როგორ ლაპარაკობ სუბიექტურ ინტერესებზე“, – მიმართა მდინარაძეს ეკა ბესელიამ. ამის პასუხად, მდინარაძემ ბესელიას მოუწოდა, საზოგადოების მოსატყუებლად ყველაფერს ნუ იკადრებს. მისი თქმით, როდესაც პროკურატურაში შედიოდა, იქ ეკა ბესელია ხვდებოდა და, ამის ფონზე, არ შეიძლება საუბარი, რომ მას ჰქონდა დალაგებული რამე სახის ურთიერთობა. „რა მქონდა დალაგებული. პროკურატურაში ვერ შევდიოდი და რომ შევდიოდი, იქ მხვდებოდი ხოლმე და მე მქონდა დალაგებული? მე მელაპარაკები მაგას? სულ გადაირიეთ? სიმართლეს რომ იტყვის ადამიანი, არ უნდა აღელდეს და რომ აღელდება, ე.ი. ცოტა სტკივა ეს სიმართლე. რაც არ მოგეწონებათ, სიტყვა შემაწყვეტინეთ“, – მიმართა ბესელიას მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები