ლინას ლინკევჩუსი: ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი გამჭვირვალედ და სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე, ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო გარდაცვალების ფაქტზე კომენტარი გააკეთა.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა. ბოლო შემთხვევა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ზედმიწევნით, გამჭვირვალედ და სწრაფად უნდა იქნეს გამოძიებული. ის, რაც მოხდა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა ხდება და ეს მიუღებელია“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში 10 მარტს, რუსულ სამხედრო ბაზაზე, 29 წლის ირაკლი კვარაცხელია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ის გუშინ სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
საოკუპაციო რეჟიმი თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს; თუმცა, გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსმა სამხედროებმა ქართველი ახალგაზრდა წამებით მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები