გივი კალმახელიძე: ბარამიძე გამიკეთებს ხურვალეთში საქმეს? გუშინ რომ დავინახე, გავსკდი გულზე! თუ გიგა ბოკერია?

„ბარამიძე გამიკეთებს აქ საქმეს? გუშინ რომ დავინახე, გავსკდი გულზე! თუ გიგა ბოკერია?“ – ამის შესახებ სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან ჟურნალისტებს ადგილობრივმა გივი კალმახელიძემ განუცხადა, რომელიც გუშინ ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
გივი კალმახელიძის განცხადებით, გუშინ ხურვალეთში პროვოკაცია მოეწყო, რისი მიზანიც ის იყო, რომ ხალხისთვის დაენახვებინათ, თითქოს ისინი გმირები იყვნენ.
„საფრთხე არ იყო, ხალხი შედიოდა. აქ სულ ოსები ცხოვრობენ, რომელიმე საფრთხეს გრძნობს? ბარამიძე გამიკეთებს აქ საქმეს? გუშინ რომ დავინახე, გავსკდი გულზე! თუ გიგა ბოკერია? არავინ არ გადმოსულა. მოსახლეობა საუბრობს, რომ არავინ იყო. რომელმა ნახა? როგორ დაგიჯეროთ ტელევიზიებს, როცა მოდელირებული ომი გვაჩვენეთ? საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია ვგრძნობ, მაგრამ აქ რაც ხდება, ძალიან კარგად ვხვდები. პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული, რომ დაანახონ, ესენი არიან გმირები”, – განაცხადა კალმახელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა, დავით ქაცარავამ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. იგი მოსახლეობას და მინისტრთა კაბინეტს მოუწოდებდა, ხურვალეთში ჩასულიყვნენ. ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთიდან ბავშვები და მოსახლეობის ნაწილი სამარშრუტო ტაქსებით გამოჰყავდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები