შიდა ქართლის გუბერნატორი ხურვალეთთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს

შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხორჯევანიშვილმა პალიტრა-ტვ-ის ეთერში განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება.

მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე არიან.

ამასთან, გიორგი ხოჯევანიშვილი მოუწოდებს ყველას, საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„სრულ კონტროლს ექვემდებარება საოკუპაციო ხაზს მიღმა სიტუაცია. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, არ აჰყვეს რაიმე ტიპის პროვოკაციას. ადგილზე არიან ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და სრულ კოორდინაციაში ვართ შესაბამის უწყებებთან. იყო სხვადასხვა მოქალაქის მხრიდან გამომწვევი და პროვოკაციული განცხადებები, რაც შეიძლება მიზნად ისახავდეს სხვადასხვა სახის გამწვავებას. კონკრეტულად არ ვიცი, „ძალა ერთობაშიას“ წევრი იყო თუ არა ვინმე კონკრეტული ადამიანი, მაგრამ ეს მოქალაქეების განცხადებები იყო, რომელიც მიზნად ისახავდა გარკვეულ პროვოკაციებს“, – განაცხადა გუბერნატორმა.

სოციალურ ქსელში დღეს ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები