მარიკა დარჩია : ყველაფერი უნდა განაკეთოთ იმისთვის, რომ გენგეგმის განხორციელებას ხელი შევუწყოთ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დარჩიამ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება შეაფასა. მისი თქმით, ახალი გენგეგმის მიღება  არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის, არამედ თბილისის ღირსების საკითხია.

,,85 წლის წინ, პირველი გენერალური გეგმა მივიღეთ.  მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა  დედაქალაქის ისტორიაში მე-5  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა განგვეხილა და დაგვემტკიცებინა.  რაც  ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ დავესწარით ისტორიულ მომენტს,“ – განაცხადა მარიკა დარჩიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით,  ახალი  გენგეგმა ძალაში ხვალიდან შევა და თბილისს განაშენიანების ახალი კონსტიტუცია ექნება.

,,ხვალიდან ჩვენ ყველამ ახალი გენგეგმით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მის განხორციელებას ხელი არ შევუშალოთ,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები