დავით ზალკალიანი ირანის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირანის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა .

ირანის დელეგაციას  ჯგუფის თავმჯდომარე ალირეზა ბეიგი ხელმძღვანელობს. .

 შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები განიხილეს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს  სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე, რაც ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები