თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია პოპულიზმში დაადანაშაულა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა ოპოზიცია პოპულიზმში დაადანაშაულა.  ამის შესახებ განცხადება მან საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვისას გააკეთა.

,,საკრებულოს სხდომაზე თქვენს საქმიანობას მხოლოდ სხვადასხვა ტელევიზიის ტოპ-გადაცემების კადრებში მოხვედრა არ უნდა წარმოადგენდეს. ჰკითხეთ მოქალაქეებს, სურთ თუ არა  ცხოვრობდნენ ისეთ განვითარებულ ქალაქში, რომლის მიღების შესაძლებლობასაც დღეს საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი გენგეგმა იძლევა.  დარწმუნებული ვარ, გიპასუხებენ, რომ ნამდვილად სურთ,” – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის სწორად განვითარებისთვის აუცილებელი და დროული დოკუმენტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები