პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის ახალ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პრემიერმა ახალ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა.
„თქვენო აღმატებულებავ, ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა გულწფელად მოგილოცოთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და გისურვოთ წარმატებები უკრაინისა და უკრაინელი ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველოსათვის ძალიან ღირებულია ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებად იქცა. ჩვენს ქვეყნებს საერთო ინტერესები და მისწრაფებები აერთიანებს – საქართველოსა და უკრაინას აქვთ მტკიცე ნება, გააგრძელონ ევროინტეგრაციის პროცესი, რაც საბოლოოდ ჩვენს ქვეყნებს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს. მჯერა, თქვენი ძალიხსმევით უკრაინა დაძლევს ყველა სირთულეს და გააგრძელებს განვითარებას, როგორც ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები