ჭიჭინაძე: თუ დამტკიცდა, რომ „საქართველოს ბანკმა“ მოატყუა თავისი აქციონერები, ეს საკმაოდ მძიმე შედეგით შეიძლება, დასრულდეს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტით ბრიტანელი გამომძიებლები იმყოფებოდნენ. ჭიჭინაძის თქმით, ვიზიტის მთავარი მიზეზი BGEO Group-ის შვილობილ „საქართველოს ბანკთან“ დაკავშირებული გამოძიებაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დავით ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, გამომძიებლებს აინტერესებდათ, იყვნენ თუ არა საკითხის შესახებ ინფორმირებულები საქართველოს ეროვნული ბანკი და პარლამენტი.
„როგორც ეს ადამიანები ამბობენ, BGEO Group-ის აქციონერებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ აზოტის ქარხანა ეკუთვნის „საქართველოს ბანკს“ და არ არის სხვისი, როგორც აქამდე იყო წარმოდგენილი. ტერმინიც კი აქვთ ნახმარი, გაშლილი ხელის სიგრძეზე არის გაშვებული, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებული კომპანიაა. ეს იკრძლება იმათი კანონმდებლობით. შესაბამისად, საქმე ეხება იმას, რომ როცა უჩივის ლოიალ კაპიტალი BGEO Group-ს აზოტის ქარხანასთან დაკავშირებით, ეს ქმნის პრობლემას აქციონერებისთვის. BGEO Group-ის წაგების შემთხვევაში მისი აქციონერები დაზარალდებიან, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი თანხაა წაყენებული ბრალად. აქამდე გვესმოდა, ეროვნული ბანკი და ყველა გვეუბნებოდა, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნება „საქართველოს ბანკს“, თუმცა გუშინ „პრაიმ ტაიმმა“ გამოაქვეყნა თავად “საქართველოს ბანკის” ჯგუფის რეპორტი, რომელიც იდება ბრიტანეთში, ეს სავალდებულო პროცედურაა. 200-გვერდიან დოკუმენტში 21-ე გვერდზე პირდაპირაა მითითებული, რომ ამ დავის წაგება საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს „საქართველოს ბანკს“ და მის ფინანსურ მდგომარეობას. თავისსავე აღიარებულზე მერე თავად ამბობენ, რომ ეს მათ პრობლემას არ უქმნის . ეს სიცრუეა. ეს ადამიანები, გამომძიებლები სწორედ ამით იყვნენ დაინტერესებულნი, საქმის კურში ვიყავით თუ არა ჩვენ საკანონმდებლო ორგანო და რეგულატორი.
ჩვენ ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რომ ეს გამოძიება შეიძლება კიდევ უფრო ფატალური შედეგით დასრულდეს, სადაც შეიძლება დავინახოთ, რომ თაღლითობაში ადანაშაულებენ ისინი „საქართველოს ბანკს“. იმიტომ, რომ დამალვაზეა საუბარი. დაიმალა, რომ აზოტის ქარხანა „საქართველოს ბანკის“ საკუთრებაა. საკმაოდ მძიმე სურათი იქმნება, როგორც ჩვენთვის მოწერილ წერილში და შემდეგ, შეხვედრებზეც იყო ნათქვამი. ეს საკმაოდ მძიმე დანაშაულია ევროკავშირსა და ბრიტანეთში. იქ პირდაპირ არის მითითებული – თუ დამტკიცდა, რომ „საქართველოს ბანკმა“ მოატყუა თავისი აქციონერები, ეს საკმაოდ მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს. ისინი გვაფრთხილებენ, რომ ასეთ შემთხვევებში ხდება გამოძევება, შესაბამისად, ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებლების გაუარესება. ეს რეალურად აისახება მთელს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. ეს დავა რომ დაიწყო, მე ეროვნული ბანკისგან ვითხოვდი – რეზერვი უნდა გაეზარდა საქართველოს ბანკისთვის. მე ვთვლი, რომ ზოგადად ქვეყანაში პასუხისმგებელი იქნება ეროვნული ბანკიც, „საქართველოს ბანკიც“, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სქემას ხელს აფარებდა აღმასრულებელ ხელისუფლებასა თუ რეგულატორში.
მე ვთვლი, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებას და რეგულატორს უნდა გაგვემართა შეხვედრა, რადგან ამ საკითხს განხილვა სჭირდება და არა მიჩქმალვა. ჩვენი მოსახლეობა მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება დღეს, ეს არ არის უბრალოდ ვიღაც 2 სუბიექტის დავა, როგორც უნდათ, რომ წარმოაჩინონ, ეს დღეს ქვეყნის პრობლემაა”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები