გიორგი ტყემალაძე: ახალი გენგეგმით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქალაქის სწორ განვითარებაში

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი უწოდა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გენგეგმას დაამტკიცებენ.
„გენერალური გეგმა უზრუნველყოფს ქალაქის სწორ, გრძელვადიან, სისტემურ განვითარებას. მინდა, მივულოცო თითოეულ თბილისელს. დარწმუნებული ვარ, ახალი გენგეგმით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქალაქის სწორ განვითარებაში,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
გიორგი ტყემალაძემ ყურადღება ასევე K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვაზე გაამახვილა.
„ჩვენ უარს ვამბობთ K2 კოეფიციენტის გადაჭარბებაზე და ვადასტურებთ, რომ გენერალური გეგმის ფუნქციური ზონების შესაბამისად განვითარდება ქალაქი,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
გიორგი ტყემალაძემ დასძინა, რომ K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა აბსოლუტურად ყველა ტერიტორიას შეეხება, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელიც დაუმთავრებელ მშენებლობებს და ავარიულ შენობებს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები