“ფეისბუქლაივი” ათობით ადამიანის მკვლელობამდე და რატომ აღმაშენებელი – დამატებითი დეტალები ზელანდიის ტერაქტზე (ვიდეო)

ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ტერორისტის, რომელმაც ათობით ადამიანი მოკლა, იარაღსა და მჭიდებზე პოლიციელებმა დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელებიც აღმოაჩინეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ტერორისტებს იარაღებზე მათი სახელები ეწერათ, ვისაც მსოფლიოს მასშტაბით წარსულში, დიდი თავდასხმები განუხორციელებიათ, მათ შორის იყო ანდრეს ბრეივიკიც, რომელმაც 2011 წელს ოსლოში, 77 ადამიანი მოკლა.
ცნობისათვის, თავდამსხმელი სანამ ცეცხლს გახსნიდა “ფეისბუქის” პირად გვერდზე პირდაპირ ჩართვაში იმყოფებოდა, რა დროსაც მან განაცხადა, რომ “წვეულება ახლა იწყებოდა”.
თავდამსხმელმა მეჩეთში შეკრებილი ათობით მოქალაქე იმსხვერპლა და შემდეგ, ცეცხლი ქუჩაშიც გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები