სოფო კილაძე და დავით მათიკაშვილი ბერლინში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეფერატის ხელმძღვანელს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბერლინში შეხვედრებს აგრძელებს. სოფო კილაძე და დავით მათიკაშვილი ცენტრალური აზიის რეფერატის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს, ანკე კონრადს შეხვდნენ.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებასა და ამ პროცესში ორი ქვეყნის პარლამენტების როლზე ისაუბრეს. საუბარი ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსაც შეეხო. ქართველმა დეპუტატებმა მასპინძელ მხარეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებზე მიაწოდეს, მათ შორის ირაკლი კვარაცხელიას შემთხვევაზე. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს საინვესტიციო გარემოს და გერმანელი ინვესტორების საქართველოთი დაინტერესების საკითხს, რაც, ქართველი დეპუტატების თქმით, სამომავლო პერსპექტივაში სამუშაო ადგილებს შექმნის პოტენციურ შესაძლებლობას იძლევა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები