დიმიტრი ცქიტიშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ, ვაშინგტონში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს.
საქართველოს პარლამენტის წევრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში და ვაჭრობის წარმომადგენლის ოფისში.
გარდა ამისა, დიმიტრი ცქიტიშვილი გეგმავს შეხვედრის გამართვას ვერმონტის შტატის სენატორ, ბერნი სანდერსის ოფისში.
დიმიტრი ცქიტიშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს ამერიკის პროფესიულ კავშირებში (AFL-CIO) და ამერიკულ სოლიდარობის ცენტრში.
დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს პარლამენტში შექმნილი შრომით საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. აქედან გამომდინარე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა შეხვედრაზე მთავარი საკითხი სწორედ შრომითი კანონმდებლობა, კერძოდ კი, შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოება და შრომის ინსპექცია იქნება.
შეხვედრებს ასევე დაესწრებიან საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აშშ-ში, გიორგი ციკოლია და საქართველოს კონსული აშშ-ში, ლევან ბერიძე.
ვაშინგტონში ვიზიტამდე დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (CSW) 63-ე სესიას, ნიუ-იორკში დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები