“საზოგადოებას უნდა მივმართო, ფუჭია ნებისმიერი მცდელობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით”

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსს მიიღებს.
შესაბამისი განცხადება მან პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
“საზოგადოებას უნდა მივმართო, რომ ფუჭია ნებისმიერი მათი მცდელობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით – მათი მოთხოვნები ნულამდეა დაყვანილი, ნუ დახარჯავენ სახსრებს, ტყუილად ნუ შეიძენენ ბილეთებს, რადგან ეს მათ დააზიანებს”, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება.
“ჩვენ ვრეაგირებთ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ოდნავ მომატებაზეც კი. გარკვეულ ქვეყნებში არის თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის დინამიკა. ამაზე ჩვენი პარტნიორები გვესაუბრებიან. ჩვენი მხრიდან არის მზაობა, გვქონდეს სწორი სტრატეგია, მათ შორის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც სამთავრობო კომისიის სხდომაზე წარვადგინეთ. მასში გაწერილია მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივები, რისი გაკეთებაც აუცილებელია“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები