პირველად კავკასიაში, ჯიხვების GPS კვლევა დაიწყო

ლაგოდეხის აღკვეთილში, სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა NACRES-ი, GPS საყელურით პირველი აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი მონიშნა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი „ჯიხვის ტელეომეტრიული მონიტორინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე“ 2018 წელს დაიწყო.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია GPS საყელურით 6 ჯიხვის აღჭურვა. საყელურს 2 წლის სამუშაო რესურსი გააჩნია და ინფორმაციას სატელიტური თანამგზავრების მეშვეობით გადასცემს.
„ჯიხვის ტელეომეტრიული კვლევა დაგვეხმარება შევისწავლოთ, დავაკვირდეთ და მოვაგროვოთ ჯიხვის პოპულაციისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ჯიხვის ჰაბიტატის გამოყენების ასპექტები, ინდივიდუალური ტერიტორიის ზომა, დღე – ღამური და სეზონური გადაადგილების და მიგრაციისა თავისებურება. ტელემეტრიული მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია პოპულაციის რიცხოვნობის, დინამიკის დადგენა, პოპულაციაზე მოქმედი საფრთხეების შეფასება. ტელემეტრია ასევე დაგვეხმარება შევაფასოთ ტურიზმისა და ძოვების ზეგავლენა ჯიხვის პოპულაციაზე. მოპოვებული მონაცემების ანალიზის შედეგად გაუმჯობესდება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვა“, – განაცხადა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ.
პროექტს ფინანსური მხარდამჭერია კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაში (TJS), ხოლო განხორციელებაში ჩართულია სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“ და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები