„გამოსახულებით და მსგავსებით“ – ბულგარელი და ქართველი მხატვრების ერთობლივი გამოფენა გაიმართება
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, 15 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით, ბულგარელი და ქართველი მხატვრების ერთობლივი გამოფენა – „გამოსახულებით და მსგავსებით“ გაიმართება. როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, წარმოდგენილი იქნება მხატვრების თვალით დანახული 55 ავტოპორტრეტი.
კურატორი: სტეფან სტოიანოვი.
გამოფენის პარტნიორები: გალერეა „ერთი“, გალერეა „გამრეკელი“, „ფროჯექტ არტ ბითი“.
ქართველი მხატვრები: ტატო ახალკაციშვილი, რუსუდან ხიზანიშვილი, ლევან მინდიაშვილი, უტა ბექაია, ნინა პერი, სანდრო დალაქიშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, ვახო ბუღაძე, მამუკა ცეცხლაძე, ლია შველიძე, გვანცა ჯიშკარიანი, მაკა ბატიაშვილი, მაია ნავერიანი.
გამოფენა 15 მარტს, 19:00 საათზე, გაიხსნება და 2019 წლის 15 აპრილამდე გაგრძელდება.
მისამართი: რუსთაველის გამზირი 27. MOMA Tbilisi.