ქეთევან ციხელაშვილი: ბევრ კითხვას პასუხი ექსპერტიზის შემდგომ გაეცემა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ირაკლი კვარაცხელიას გადმოსვენების შემდგომ პროცედურებზე საუბრობს.

მისი თქმით, შემდგომი ნაბიჯი ცხედრის თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადასვენებაა, სადაც ექსპერტიზის პროცედურა დაიწყება.

„ადგილზე, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი მობილიზებული იყო – ჩემი მოადგილე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო. უშუალოდ გადმოცემის პროცედურისას გაზიარებული იქნა გარკვეული დოკუმენტაცია და მასალები, რომლის შინაარსის თაობაზეც ჯერჯერობით ვერ მოგახსენებთ. ეს ყველაფერი, ცხადია, შესასწავლია. ასევე არ გვაქვს პირველადი ინფორმაცია, ეს მხოლოდ გადმობარების პროცედურა იყო. ასე რომ, ბევრ კითხვას პასუხი სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის შემდგომ გაეცემა.

ფაქტი შემზარავია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ცხედრის გადმოცემა ოპერატიულად მოხერხდა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ობიექტური გარემოებების დადგენა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები