რუსთავში გოგონა სახურავიდან ფოტოსესიის დროს გადმოვარდა-არასრულწლოვანი გარდაიცვალა

რუსთავში 13 წლის გოგონა, ლეონიძის ქუჩაზე, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანა.
„კვირას“ კლინიკა „რუსთავში“ გოგონას გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გოგონას მეგობარი სახურავზე ფოტოს უღებდა.
არსებული ინფორმაციით გოგონები სახურავზე სელფების გადასაღებად ავიდნენ.
მასთან ერთად მყოფი მეორე გოგონა მომხდარის გამო შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები