ეკა ბესელია: პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნა და ახალი კონფიგურაციის “დალაგება” გარდაუვალია
„პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნა და ახალი კონფიგურაციის “დალაგება“ გარდაუვალია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისი თქმით, ფრაქციის ფორმირების შესახებ კოლეგებთან კონსულტაციები კვლავ გრძელდება.
„ხელოვნური ბარიერების მიუხედავად, რომელსაც ინდივიდუალურ რეჟიმში ქმნიან, პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნა და ახალი კონფიგურაციის “დალაგება“ გარდაუვალია. პარლამენტში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. პროცესი ჯერ არ დასრულებულა – ჩვენ ახალ კონფიგურაციას, ახალ პოლიტიკურ სურათს მივიღებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.