ამირან სალუქვაძე: ყველა, ვინც ჩართულია ანაკლიის თემის აჟიტირებაში, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს

ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის შეფასებით, ყველა, ვინც ჩართულია ანაკლიის თემის აჟიტირებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, სახელმწიფოს, შესაბამისად, მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს.
სალუქვაძე თვლის, რომ აჟიოტაჟი ორ მიზანს ემსახურება: გადაიფაროს ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან ამ წლების მანძილზე შეუსრულებელი ვალდებულებები; თემის პოლიტიკური აჟიტირებით, სახელმწიფოზე მოხდეს ზეწოლა.
“საგანგებოდ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:
1. ყველა, ვინც ჩართულია ანაკლიის თემის აჟიტირებაში, ერთის მხარის, ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ, მედია ხართ, პოლიტიკოსები თუ ექსპერტები, ნებსით თუ უნებლიეთ, მოქმედებთ სახელმწიფოს, შესაბამისად მისი მოქალაქეების, მ.შ. საკუთარი თავის წინააღმდეგ;

2. მთელი ეს სიცრუეზე აგებული აჟიოტაჟი, ემსახურება ორ მიზანს:

ა) გადაიფაროს ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან ამ წლების მანძილზე შეუსრულებელი ვალდებულებები;

ბ) თემის პოლიტიკური აჟიტირებით, ცდილობენ მოახდინონ ზეწოლა სახელმწიფოზე, კერძოდ მთავრობაზე, როგორც მოლაპარაკების პროცესის მხარეზე, რათა მოიპოვონ ანაკლიის კონსორციუმისა და მის უკან მდგომი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისთვის მომგებიანი (ხელსაყრელი), შესაბამისად სახელმწიფოსთვის, ანუ ყოველი მოქალაქისათვის წამგებიანი პირობები;

3) თიბისი ბანკის და ანაკლიის პორტის თემების ერთმანეთთან დაკავშირება ემსახურება მე-2 პუნქტში აღწერილ მიზნებს;

4) ანაკლიასთან დაკავშირებით, როგორც ცალკე გაკეთებული განცხადებები, ასევე კითხვების დასმა, სამხედრო დანიშნულების ხომალდების შესაძლო შემოსვლის შესახებ არის უპასუხისმგებლობა და პროვოკაცია;

5) მიიღებთ ამ განცხადებას ცნობად თუ არა, ანაკლიის პორტი აშენდება ან ანაკლიის კონსორციუმის მიერ, ან მის გარეშე, რათა ეს საკითხი კონსტიტუციაშია გაწერილი და ამ ჩანაწერს ვეღარავინ შეცვლის;

6) ტენდერის მოგების შემდეგ, უამრავჯერ შეიცვალა პირობები ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ, შესაბამისად, სახელმწიფოს საზიანოდ. რატომ ასეთი უპირატესობები? ნებისმიერ სხვა კომპანიას, სხვა პროექტის განხორციელებისას, დისკვალიფიკაციას გაუკეთებდნენ. მთავრობის ადგილას, ასეც მოვიქცეოდი, ავაშენებდი პორტს, რომელიც ახლაც სახელმწიფოს საკუთრებაა და რჩება ასეთად, ხოლო აშენების შემდეგ, ტენდერის/კონკურსის საფუძველზე მართვაში გადავცემდი გამოცდილ ოპერატორს.

7) თემის სტრატეგიულობიდან გამომდინარე, მოვითხოვ, ერთ ეთერში დასხდნენ ორივე მხარის (მთავრობა და ანაკლიის კონსორციუმი) თითო ან ორ-ორი წარმომადგენელი და საქმეში ჩახედული წამყვანის მეშვეობით, მთელ საზოგადოებას გაგვაგებინონ:
-რა სტადიაშია პორტის მშენებლობა?
-რა პრეტენზიები აქვთ ერთმანეთთან?
-ვინ რა არ შეასრულა?
-რამდენად ესწრება მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება?
-რატომ შეიცვალა მშენებლობის ფაზები და ვისი მოთხოვნით და არის თუ არა ამ ვადების დარღვევის რისკი?
-რატომ ხდება ტენდერის მოგების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, როცა სხვა მონაწილეები გამოეთიშნენ კონკურსს, ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ პირობების გაუმჯობესება?
-არის თუ არა მცდელობა, რომ პორტის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, ყველა რისკი ჩამოკიდონ სახელმწიფოს და ოპერატორმა მხოლოდ მოგება უნდა თვალოს?
-სხვა მნიშვნელოვანი საკითხები”, – წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები