კვიპროსში საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს, მათ შორის, სამი ქალია
პაფოსის პოლიციამ საქართველოს შვიდი მოქალაქე, ოთხი მამაკაცი და სამი ქალი, კვიპროსის რესპუბლიკის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა.
შვიდივე მათგანი ქალაქ პაფოსში ერთ ბინაში ცხოვრობდა, პოლიციამ მათ გარეშე პირის ინფორმაციით მიაგნო. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Cyprus News Agency” ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს ორმა მოქალაქემ კვიპროსის კუნძულის ოკუპირებული ნაწილიდან მოახერხა შესვლა. დაკავებულები ამ დროისთვის პაფოსის პოლიციის ცენტრალურ განყოფილებაში იმყოფებიან, მათ დეპორტაციისთვის ამზადებენ.