ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი გამოძიების მასალებს შსს-ში ხვალ გაეცნობიან

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი გამოძიების მასალებს გაეცნობიან.
როგორც „კვირას“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, გენერალურ პროკურორთან შეთანხმების საფუძველზე, ზაზა სარალიძე გამოძიების მასალებს შს სამინისტროში 12 მარტს გაეცნობა.
ამასთან, უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ზაზა სარალიძისა და ადვოკატის გარდა, საქმის მასალების გაცნობის პროცესს პროკურორიც დაესწრება.
ცნობისათვის, მანამდე, ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს 2019 წლის 13 თებერვალს შეხვდა.
შეხვედრაზე ზაზა სარალიძის ადვოკატებიც იმყოფებოდნენ. ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სააპელაციო სასამართლოში განხილვისას დარღვევებზე ისაუბრეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პროკურატურისგან შემოგვთავაზეს, ჩვენთვის სასურველ ფორმატში მოხდეს საქმის გაცნობა. ვგულისხმობთ, გამოყოფილ საქმეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ უკვე ჩვენ მივაწოდოთ, როგორ ვუყურებთ ამ საქმეს და რა საგამოძიებო მოქმედებების დამატებით ჩატარებას ვითხოვდით. მივიღეთ ეს შეთავაზება, ორშაბათიდან უკვე შევუდგები ამ ფორმატით საქმის გაცნობას“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები