საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან 100 წლის შემდეგ, ეროვნულ არქივში, საარქივო დოკუმენტები გამოიფინება
12 მარტს, საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, მხოლოდ ერთი დღით, გამოიფინება ეროვნულ არქივში ამ ისტორიული ფაქტის ამსახველი საარქივო დოკუმენტების დედნები:
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული 1918 წლის 26 მაისს და დამტკიცებული 1919 წლის 12 მარტს, დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე;
1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის ოქმი და სტენოგრაფიული ანგარიში;
სხდომის ფოტოები.
დამფუძნებელი კრება იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც 1919 წლის 14-16 თებერვალს საყოველთაო, ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით აირჩია საქართველოს მოსახლეობამ.
დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა კი 1919 წლის 12 მარტს ჩატარდა.
დამფუძნებელი კრების წევრთა შორის 5 ქალი იყო.