საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მანდატურები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლები დალოცა. როგორც პატრიარქმა ქადაგების დროს აღნიშნა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე აქვთ, რაც სკოლებში უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს.
წირვას სამების საკათედრო ტაძარში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე, მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 500-მდე მანდატური დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები