ქობულეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის და ძარცვის ფაქტები გახსნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საცხოვრებელი სახლების გაქურდვისა და ძარცვის ფაქტებზე, 1983 წელს დაბადებული ი.რ. და 1992 წელს დაბადებული დ.ტ. დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.რ.-მ მიმდინარე წლის 2 მარტს, ქობულეთში მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი გაძარცვა, საიდანაც ტექნიკა და სხვადასხვა სახის ნივთი გაიტაცა. სამართალდამცველებმა ი.რ. მომხდარიდან მეორე დღეს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ნაძარცვი ნივთების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე ქობულეთის რაიონში, 2 საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე, პოლიციამ 1992 წელს დაბადებული დ.ტ. დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის თებერვალში ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში მდებარე 2 საცხოვრებელი სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება ძარცვის და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები