მამუკა მდინარაძე: თეა წულუკიანი საკმაოდ წარმატებული მინისტრია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.

„მე არ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს. საკმაოდ წარმატებული მინისტრია, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ამ ქვეყნისთვის მინისტრობის პერიოდშიც და მინისტრობამდეც“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ძალიან ხშირად ახალი თემა ჩნდება, რომელიც არ ჯდება იმ რეალობაში, რაც ჩვენთვის არის ხოლმე ცნობილი.

„საპარლამენტო უმრავლესობაში მსგავს თემებზე და არცერთ მინისტრზე საუბარი არ ყოფილა. მსგავსი ინფორმაცია მე პირადად არ მაქვს“, – ამბობს მდინარაძე.

ამასთან, მისი თქმით, არც წულუკიანი, არც მდინარაძე და არცერთი თანამდებობის პირი მუდმივად არ იქნება თავის ადგილზე.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანი 2012 წლის საპარლამენტიო აღჩევნების შემდეგ ახალი მთვარობის იუსტიციის მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა. ის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე სტაჟიანი წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები