„ევროპული საქართველოს“ წევრ დავით ნაფეტვარიძეზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საპატრულო პოლიციამ „ევროპული საქართველოს“ წევრ დავით ნაფეტვარიძეზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, დავით ნაფეტვარიძე, მეუღლესთან ერთად, იპოდრომის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც თავდამსხმელმა მას თავში ქვა ჩაარტყა.
დაზარალებული საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, პირს, რომელსაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდება წაუყენეს, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები