ჩირდილელიანთკარში და გრიგოლაანთკარში წყლის სისტემების რეაბილიტაცია დასრულდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჩირდილელიანთკარში და გრიგოლაანთკარში წყლის სისტემების რეაბილიტაცია დასრულდა.
დასრულებული სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსთან ირაკლი თოფურიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად სოფლებში წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრა. 300-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს სასმელი წყალი უკვე 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.
პროექტის ფარგლებში მოეწყო 2 ჭაბურღილი, დამონტაჟდა წყალშემკრები ავზი და საუბნო ონკანები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები