გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, დევნილი მოქალაქეების საჭიროებების გაცნობის მიზნით, მათთან შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის აპარატში მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელს ყველაზე მწვავე და მტკივნეული პრობლემური საკითხები პირადად გააცნეს.

“გიორგი ჯინჭარაძე მოქალაქეებს, აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, ყველა საკითხის მაქსიმალურად დროულ შესწავლასა და მათზე ეფექტურ რეაგირებას დაჰპირდა.

აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საჭიროებების გაცნობის მიზნით მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრები ყოველთვიურად იმართება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები