გიგი უგულავა: „ევროპული საქართველო“ ამომრჩეველსა და ხელისუფლებას შუალედურ არჩევნებში თავის სათქმელს ეტყვის

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას თქმით, შუალედურ არჩევნებში მათი პარტია „ქართულ ოცნებას“ სერიოზულ ბრძოლას გაუმართავს.
მისივე განცხადებით, „ევროპული საქართველო“ სამი ფრაქციითაა წარმოდგენილი, რითაც ამომრჩეველსა და ხელისუფლებას თავის სათქმელს ეტყვის. „ოპოზიციური რესურსი ლიმიტირებულია, ხელისუფლება დიდი ფულით თამაშობს.
“ოპოზიციას სახსრები არ აქვს, მაგრამ მომხრეები ჰყავს. მათ მხარესაა სიმართლე, რადგან მორალურად „ქართული ოცნება“ დეგრადირებულია. ეს უფრო კონსულტაციები იყო, ძირითად ოლქებში შეთანხმებას მივაღწიეთ. კონსულტაციები გვაქვს, უნდა გვქონდეს, რათა ოპტიმალური შედეგი მივიღოთ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან უმცირესობის სტატუსზე საუბარი არ ყოფილა, საპარლამენტო ცხოვრებას არ შევხებივართ. მთავარია, უმრავლესობის რღვევა. ამაზე კონსულტაციებს არ ვაწარმოებთ, რადგან მთავარ საკითხად არ მიგვაჩნია. „ევროპული საქართველო“ წარმოდგენილია სამი ფრაქციით, ამომრჩეველსა და ხელისუფლებას თავის სათქმელს ეტყვის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები