ირაკლი კობახიძე: გუნდზე უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან გუნდის შიგნით

გვჭირდება ახალი სახეები და ძლიერი პოლიტიკოსები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
რაც შეეხება ყოფილ თანაგუნდელებს, კობახიძის თქმით, პარტიიდან მათი წასვლა გუნდის განახლება და გაჯანსაღების პროცესის შემადგენელი ნაწილია.„გუნდ
ზე უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან გუნდის შიგნით. ვინც არ არის გუნდის ნაწილი, ბუნებრივია, მათ არ მართებთ ჩვენზე ზრუნვა. ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ამ ადამიანების წასვლაც არის გუნდის განახლება და გაჯანსაღების პროცესის შემადგენელი ნაწილი. გვჭირდება ახალი სახეები და ძლიერი პოლიტიკოსები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები