“კურორტი ბეშუმის” დირექტორად ემზარ ბოლქვაძე დაინიშნა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილესთან ნადიმ ვასაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან თამაზ აბაშიძესთან ერთად, ა(ა)იპ „კურორტი ბეშუმის“ თანამშრომლებს ახალი დირექტორი წარუდგინა. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, კურორტ „ბეშუმის” დირექტორის პოზიციაზე ემზარ ბოლქვაძე დაინიშნა.
ემზარ ბოლქვაძე დაიბადა 1962 წლის 4 მარტს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში;
1978 წელს დაამთავრა დაბა ხულოს საშუალო სკოლა;
1998-2002 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში სამართალმცოდნეობის სპეციალობით;
1989-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის სააღსრულებო ბიუროში, სხვადასხვა პოზიციებზე;
2010-2014 წლებში მუშაობდა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, დაბა ხულოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად;
2015-2017 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „შავი ზღვის ეკოაკადემიას“ ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების რესურსცენტრის ხელმძღვანელი;
2017-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზები დეპარტამენტში კონსულტანტად;
ფლობს რუსულ ენას;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები